სასკოლო სასწავლო გეგმა

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის

სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის

2010-2011 წლის სასკოლო სასწავლო გეგმა

სკოლაში განათლება იყოფა სამ საფეხურად: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI, საბაზო – VII-IX, ხოლო საშუალო X-XII კლასებს. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

დაწყებითი საფეხურის ძირითადი მიზნებია:

· ჩამოუყალიბოს მოსწავლეს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე ეფექტიურად სწავლისთვის;

· შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად;

· შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად, რომლებიც მას დასჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

· ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს უფლის რწმენა და ეკლესიური ნორმებით ცხოვრება.

საბაზო საფეხურის ძირითადი მიზნებია:

· დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;

· მოსწავლეს ჩამოუყალიბოს წინაპირობები მომავალი არჩევანისთვის: აპირებს თუ არა სწავლის გაგრძელებას მომავალში და, თუ აპირებს, რა ფორმით;

· შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში.

· ჩაუნერგოს მოსწავლეს მართლმადიდებლური ღირებულებები: სულიერი სიძლიერე და მხნეობა, ეკლესიური ნორმებით ცხოვრების აუცილებლობა.

საშუალო საფეხურის ძირითადი მიზნებია:

· შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად;

· შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობები იმისათვის, რომ მან სწორად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარების გზა (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში).

· ჩაუნერგოს მოსწავლეს მართლმადიდებლური ღირებულებები: სულიერი სიძლიერე და მხნეობა, ეკლესიური ნორმებით ცხოვრების მოთხოვნილება, რათა შეძლოს ღვთისნიერ ადამიანად ჩამოყალიბება. მოთმინებით და მორჩილებით შეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება ღმერთისა თუ ერის სამსახურში.

სკოლაში სასწავლო წელი იწყება 14 სექტემბრეს.

სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 სემესტრით.

არდადეგები გათვალისწინებულია სკოლის მიერ შემუშავებული სასწავლო კალენდრის მიხედვით,რომელშიც გათვალისწინებულია ძირითადი რელიგიური დღესასწაულები(დანართი #1)

I სემესტრი _ იწყება 14 სექტემბერს და მთავრდება 25 დეკემბერს;

II სემესტრი _ იწყება 20 იანვარს და მთავრდება 14 ივნისს.

2010-2011 სასწავლო წლის ხანგრძლივობა:

II-XI კლასებისათვის:

სულ 160 სასწავლო დღე;

1-ლი სემესტრი: 70 სასწავლო დღე;

მე-2 სემესტრი: 90 სასწავლო დღე.

I და XII კლასებისათვის:

სულ 140 სასწავლო დღე;

1-ლი სემესტრი: 70 სასწავლო დღე;

მე-2 სემესტრი: 70 სასწავლო დღე.

მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში არ აღემატება 25 მოსწავლეს. კლასებში სწავლობენ სხვადასხვა ნიჭისა და უნარის, ცოდნისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები.

სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით:

გაკვ

დაწყება

დამთავრება

შესვენება

I

9 00

9 45

10 წთ

II

9 55

10 40

10 წთ

III

10 50

11 35

15 წთ

IV

11 50

1235

10 წთ

V

12 45

13 30

10 წთ

VI

13 40

14 25

10წთ

VII

14 35

14 20

I კლასში სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით:

გაკვ

დაწყება

დამთავრება

შესვენება

I

9 00

9 35

15 წთ

II

9 50

10 25

15 წთ

III

10 40

11 15

15 წთ

IV

11 30

1205

15 წთ

V

12 20

12 55

სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 დღით. ღონისძიებები, კონკურსები და შეჯიბრებები, დამატებითი მეცადინეობები ტარდება გაკვეთილების შემდეგ ან შაბათ-კვირას.

სასკოლო სასწავლო გეგმის აუცილებელ ნაწილებს შეადგენს:

· სასკოლო საათობრივი ბადე (დანართი #__);

· ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება (იქვე);

· სახელმძღვანელოების ჩამონათვალი (დანართი #__);

· ინკლუზიური განათლება (სსსმ გეგმა, დანართი #__);

· შეფასების პრინციპები (ის აუცილებელი მინიმუმი, რომელიც მოსწავლემ უნდა დაძლიოს კლასიდან კლასში გადასასვლელად, შიდა სასკოლო ტესტირებები, გამოცდები თუ სხვ);

· სადამრიგებლო პროგრამა (დანართი #__).

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო მომსახურებასთან ერთად სასწავლო პროცესში ისწავლება “დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების” შემდეგი საგნები:

საღვთო სჯული (I-XI)

ბიბლია (V-XII);

ქრისტიქნული ხელოვნების ისტორია (X, XI, XII);

სამოციქულო ეკლესიის ისტორია (X, XI, XII) ;

შრომითი სწავლება (V-VIII);

ზოგადი უნარები (X, XI, XII);

ბიოლოგია (XI);

საგნები ისწავლება საათობრივ ბადეში მითითებული განრიგით. დამატებით საგანზე დასწრება აუცილებელია ყველა მოსწავლისათვის.

დამატებითი საგნების არჩევანი განაპირობა სკოლის მისიამ, სკოლის მიზნებმა, სასწავლებლის სურვილმა მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობა მომავალში დამოუკიდებლად იმუშაონ სპეციფიურ ლიტერატურაზე, ასევე იქონიონ ტექნიკური უნარ-ჩვევები.

თითოეული დამატებითი საგნისათვის სკოლის მიერ შემუშავებულია სასწავლო გეგმა.

სკოლაში ასევე არსებობს კლასგარეშე წრეები:

ხალხური საკრავები (ფანდური, სალამური) (II-XII);

გალობა(VII-XII);

ხატწერა (II-XII);

ქართული ხალხური ცეკვები(I-VII);

ჭადრაკი(II-XII);

სიწმინდეების გეორაფია (VII-X);

ფიტო–ლაბორატორია (VII-X);

ხელგარჯილობა (კულინარია, ქარგვა) (V-VII);

გახანგრძლივებული ჯგუფი (დაწყებით კლასში) (II-IV).

წრეები უფასოა და დასწრება ხდება მოსწავლეთა სურვილით.

გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლის მოვალეობაა შესაბამისი კლასების მოსწავლეთა გაკვეთილების შემდგომი მომზადება მომავალი დღისთვის კონკრეტული საგნის მასწავლებლის მითითებებით, შესაბამისი პროგრამის ფარგლებში.

მოსწავლეები, რომლებიც აკადემიური თვალსაზრისით მოუმზადებელი მოვლენ სახლიდან, ამ საგნის მასწავლებელს უფლება აქვს დატოვოს გახანგრძლივებულ ჯგუფში ამ ჩამორჩენის ასანაზღაურებლად.

დამატებითი საგნის სასწავლო გეგმა (სილაბუსი) მოიცავს თითოეულ საგნის:

· შესწავლის მიზნებს (სადაც ჩამოყალიბებული იქნება, თუ რა ინფორმაციის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებასა და შესწავლას ითვალისწინებს ეს კურსი);

· შეფასების პრინციპებს (ამ საგანში სწავლა იქნება შეფასებული ჩათვლების სისტემით);

· საჭირო სასწავლო მასალის ჩამონათვალს (სახელმძღვანელოები, სხვა წიგნები თუ რვეულები).

შეფასების პრინციპები და მიდგომები

აკადემიური მოსწრების შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი, რათა მან, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, როგორც ამას მოითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმა და, მეორე მხრივ, საკუთარი შესაძლებლოებების გამოვლენისა და განვითარების თანაბარი პირობები შეუქმნას განსხვავებული პოტენციალის მქონე ყველა მოსწავლეს.

მრავალმხრივი განვითარების უზრუნველყოფა მოითხოვს მოსწავლის შეფასებას მრავალგვარი კრიტერიუმის გამოყენებით და მრავალფეროვანი აქტივობების (მაგ., ესე, პროექტი, ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტი, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.) საშუალებით, რაც მოსწავლეებს მისცემს არამხოლოდ ცოდნის, არამედ უნარ-ჩვევების ფართო სპექტრისა და აზროვნების განსხვავებული ფორმების დემონსტრირების საშუალებას.

განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება

შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შემოწმება დაუკავშირდეს არამხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის პროცესსაც. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საერთო ნორმასთან მიმართებით და იძლევა იმის განსაზღვრის საშუალებას, თუ რამდენად დაეუფლა იგი საგნობრივი პროგრამებით განსაზღვრულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რამდენად დაშორდა ან მიუახლოვდა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, იგი განსაზღვრავს თითოეული მოსწავლის ცოდნის დონეს.

განმავითარებელი შეფასების მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, თითოეული მოსწავლის განვითარებისათვის სწავლების პროცესში მაქსიმალურად ხელშეწყობა. ეს ზოგადი განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა, როგორც ამას ხაზგასმით აღნიშნავს დიმიტრი უზნაძე: " სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა ... აქვს განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას"; ”სწავლაში ძირითადია ... იმ ძალების განვითარება, რომელნიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ”; "სწავლის პროცესში აღმოცენებული აქტივობა ... თვითონ წარმოადგენს დამოუკიდებელ ღირებულებას" (დიმიტრი უზნაძე, ბავშვის ფსიქოლოგია, სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია, თბილისი, 2003, გვ. 445).

განმავითარებელი შეფასებისას მასწავლებელი მოსწავლეთა საქმიანობას ამოწმებს არა მათი მიღწევის დონის განსასჯელად და ნიშნების დასაწერად, არამედ მათ დასახმარებლად. იგი აკვირდება თითოეულ მოსწავლეს სწავლის პროცესში, შეისწავლის მათ საჭიროებებს, რათა ამ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით დაგეგმოს საგაკვეთილო პროცესი და თითოეულ მათგანს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი წინსვლაში. მასწავლებელი ქმნის თანამშრომლობით და კონსტრუქციულ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეებს არ აფერხებთ არც მარცხის და არც წარუმატებლობის შიში. მათ ნებისმიერ შემთხვევაში მასწავლებლის რჩევისა და მხარდაჭერის იმედი აქვთ. ასეთ გარემოში თითოეული მოსწავლე, ცოდნის დონის მიუხედავად, ახალი ცოდნის შეძენით, გამოცდილების გამდიდრებითა თუ უნარების გაუმჯობესებითაა დაკავებული.

განმავითარებელი შეფასების პროცესში მასწავლებელთან ერთად ჩართულები არიან მოსწავლეებიც. ისინიც ცდილობენ, მასწავლებლის დახმარებით, დაადგინონ საკუთარი მოთხოვნილებები, ძლიერი და სუსტი მხარეები, შემაფერხებელი ფაქტორები. ამ პროცესებში ჩართვა აყალიბებს მათში თვითშეფასებისა და თვითგანვითარების უნარ-ჩვევებს, ზრდის მათ ქმედუნარიანობასაც და პასუხისმგებლობასაც.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ განმავითარებელი შეფასების შემთხვევაში, მოსწავლე ფასდება საკუთარ თავთან, საკუთარ მიღწევებთან და არა - ყველასათვის საერთო ნორმასთან მიმართებით, რათა მან დაინახოს საკუთარი წინსვლა და ირწმუნოს, რომ შეუძლია სიძნელეთა ეტაპობრივად გადალახვა.

განმავითარებელი შეფასებისას უპირატესად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორებიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცლები, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემები, ცოდნის ათვისების, ან უნარის განვითარების ეტაპების გამომხატველი დონეები. სასურველია, სამი ან ოთხი (მაგალითად, 3 დონე - ათვისებულია, ათვისებულია ნაწილობრივ, აუთვისებელია; 4 დონე - ფლობს სრულყოფილად, ფლობს უმეტესწილად, ფლობს ნაწილობრივ, ვერ ფლობს); ათვისების თუ ფლობის დონეებით შედგენილი შეფასების ან თვითშეფასების სქემები მასწავლებელსაც და მოსწავლესაც საშუალებას აძლევს, დინამიკაში დაინახოს კონკრეტული ცოდნის თუ უნარის ათვისების პროცესი.

განმავითარებელი

განმსაზღვრელი

რა მიზანს ემსახურება?

· სწავლის ხარისხის გაუმჯობესება

· მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა

· სწავლის ხარისხის გაკონტროლება

· მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებით

რა ფასდება?

· სწავლის პროცესი

· სწავლის შედეგი

შეფასების შედეგად რა ტიპის გადაწყვეტილებას ვიღებთ?

· წინსვლის ხელშესაწყობად განსხავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა და სხვ.

· აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა

· მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება

როგორ განისაზღვრება წარმარტების კრიტერიუმი?

· კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე (საკუთარ მიღწევებთან მიმართებით - რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს)

· იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო სტანდარტით დადგენილ ნორმასთან მიმართებით)

შეფასების როგორი საშუალებები გამოიყენება?

· თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა

· კითხვარი

· სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი

· უნარის განვითარების ეტაპების გამომხატველი დონეები

· ნიშანი

შეფასება

I-IV კლასებში მოსწავლეთა წლიური შეფასება ნიშნებით არ ხდება. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა საკუთარი და სხვა მასწავლებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა დაწეროს მოკლე შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება გავარჯიშება მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.

V-XII კლასებში ნიშნები იწერება 10 ქულიანი სისტემით.

V-XII კლასებში საგანსპორტი მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

ოფიციალური სტატუსის მქონე ნიშნები

ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:

· საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ნიშნები საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;

· საგნის სემესტრული ნიშანი – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში;

· საგნის წლიური ნიშანი – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ნიშანში აისახება წლიური გამოცდის ნიშანიც. გამოცდა გათვალისწინებულია სასკოლო სასწავლო გეგმით და სკოლის მიერ განსაზღვრულია, რომ მას გავლენა ექნება საგნის წლიურ ნიშანზე

· საერთო წლიური ნიშანი – საგნების წლიური ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება;

· საფეხურის საერთო ნიშანი – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.

საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები)

სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით:

1. საშინაო დავალება

2. საკლასო დავალება

3. შემაჯამებელი დავალება

სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.

საშინა და საკლასო დავალებათა კომპონენტები

საკლასო და საშინაო დავალებების კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასება.

განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ნიშანი.

განმავითარებელი შეფასების გამოყენება განსაკუთრებით მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც მოსწავლე ახალი ცოდნის/უნარების შეძენის საწყის ეტაპზეა. ამ დროს შეცდომების დაშვება, მათი აღმოჩენა-გაანალიზება სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილია.

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა აფასებდეს შესაბამისი საგნის სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს. მაგალითად, უცხოური ენების სტანდარტის შედეგები კომუნიკაციის უნარს გულისხმობს (მოსმენა, კითხვა, ზეპირი მეტყველება, წერითი მეტყველება), ამდენად, შემაჯამებელ დავალებებში აუცილებელია კომუნიკაციური უნარიც მოწმდებოდეს და არა, ვთქვათ, მხოლოდ რაიმე კონკრეტული გრამატიკული წესის ცოდნა.

სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ტესტი დახურული და ღია კითხვებით, თხზულება, პროექტის პრეზენტაცია, მოხსენება-რეფერატი, სახვითი ნამუშევარი (მაგ. ნახატი, კოლაჟი, ნაძერწი და სხვ.), საველე-გასვლითი სამუშაოს ანგარიში, კონცერტი, წარმოდგენა და სხვ. დავალების ფორმის შერჩევისას გასათვალისწინებელია საგნის სპეციფიკა.

სემესტრის მსვლელობისას ჩატარებული შემაჯამებელი შეფასებების შემდეგ რეკომენდებულია კომენტარების დაწერა იმათთვის, რომლებმაც აუცილებლად უნდა გამოასწორონ საკუთარი შედეგები, რათა სემესტრული შეფასება ჰქონდეთ დადებითი. ასევე, შეიძლება დაიწეროს კომენტარი, თუ მოსწავლემ წინა შეფასებასთან შედარებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი მოსწრება. ამის აღნიშვნა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს მოსწავლეს იმისთვის, რომ სწავლის ხარისხი სემესტრის ბოლომდე შეინარჩუნოს.

შემაჯამებელი დავალების სავალდებულო რაოდენობა (დანართი #6)

გამოცდის ტიპები

სკოლაში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:

  • სემესტრული გამოცდა;
  • წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;
  • საშემოდგომო გამოცდა;
  • ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა.

სასწავლო წლის დამათავრებელი გამოცდა

სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდ დანიშნებ სასწავლო წლის ბოლოს V – XI კლასებში სასკოლო სასწავლო გეგმის შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, საღვთო სჯული და ერთი არჩევითი საგანი. გამოცდა დაინიშნება დირექტორის ბრძანების საფუძველზე. კოორდინაციას გაუწევს ხარისხის მართვის მენეჯერი და ამ გამოცდის ნიშანს გავლენა ექნება საგნის წლიურ ნიშანზე. წლიური ნიშნის გამოთვლისას წლიური გამოცდის ნიშანი ემატება სემესტრულ ნიშნებს და ჯამი იყოფა სამზე.

საშემოდგომო გამოცდა

თუ მოსწავლემ ვერ გადალახა კონკრეტულ საგანში/საგნებში ბარიერი (მინიმალური შეფასება მიიღო 5.1–ზე დაბალი), მოსწავლეს დაენიშნება საშემოდგომო გამოცდა შესაბამის საგანში/საგნებში.

საშემოდგომო გამოცდამდე სკოლა გაუწევს კონსულტაციებს მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ ვერ გადალახეს დადგენილი ბარიერი.

საშემოდგომო გამოცდის ჩატარების პროცედურა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.

მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (ანუ საშემოდგომო გამოცდის ნიშანი ხდება საგნის წლიური ნიშანი).

ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა

ამ გამოცდას აბარებენ ის მოსწავლეები, რომლებიც განსაზღვრულია „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ ბრძანებით.

ნიშნების გამოანგარიშების წესი

საგნის სემესტრული ნიშნის გამოანგარიშების წესი:

მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში მიღებული ნიშნების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ნიშნების რაოდენობაზე.

მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით. (მაგალითად, 6.15 მრგვალდება 6-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე).

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ნიშნის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ნიშნების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ნიშნების და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.

სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს წლიური გამოცდის ჩატარებას და განსაზღვრულია, რომ ამ გამოცდის ნიშანიც აისახება წლიურ ნიშანზე. საგნის წლიური ნიშანი სამი შეფასების საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

საერთო წლიური ნიშანი

საერთო წლიური ნიშანი გამოითვლება საფეხურის ფარგლებში მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანის მიზნებისთვის.

საერთო წლიური ნიშანი ერთი ნიშნით უნდა გამოიხატებოდეს. ამ ნიშნის გამოთვლა ხდება შემდეგი ფორმულით: ვკრებთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო საგნის (მე-11 და მე-12 კლასების შემთხვევაში, აგრეთვე, სავალდებულო არჩევითი საგნის/საგნების/პროგრამის) წლიურ ნიშანს და ჯამს ვყოფთ ნიშნების საერთო რაოდენობაზე. საერთო წლიური ნიშანი მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგალითად, 7.14 მრგვალდება 7.1-მდე, 8.15 მრგვალდება 8.2-მდე, ხოლო 9.27 მრგვალდება 9.3-მდე). აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ნიშანი, რომელიც მეტია 5.0-ზე და ნაკლებია 5.1-ზე მრგვალდება 5.1-მდე.

საფეხურის საერთო ნიშანი

საფეხურის საერთო ნიშანი გამოითვლება იმავე პრინციპით, რომლითაც ითვლება საერთო წლიური ნიშანი, ანუ ვაჯამებთ საფეხურის მანძილზე ნასწავლი საგნების ყველა წლიურ ნიშანს (მაგ. მათემატიკა მე-10 კლასი, ქართული მე-10 კლასი, მათემატიკა მე-11 კლასი, ქართული მე-11 კლასი, მათემატიკა მე-12 კლასი, ქართული მე-12 კლასი და ა.შ.) და ვყოფთ ნიშნების საერთო რაოდენობაზე. საფეხურის საერთო ნიშანი მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგალითად, 6.55 მრგვალდება 6.6-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე, ხოლო 9.43 მრგვალდება 9.4-მდე).

საფეხურის დაძლევა

დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლ საერთო საფეხურის ნიშანი ქნება არანაკლებ 5.1-სა, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.

საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლ საერთო საფეხურის ნიშანი (დამრგვალების შემდეგ) ქნება არანაკლებ 5.1-სა, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.

საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლ საერთო საფეხურის ნიშანი (დამრგვალების შემდეგ) ქნება არანაკლებ 5.1-სა, რაც აძლევს ს საატესტატო გამოცდაზე გასვლის უფლებას.

მოსწავლეების აკადემიური მიღწევების აღიარება

საერთო წლიური ან საერთო საფეხურის ნიშანი 8, 9 და 10 გულისხმობს წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას. ყოველი წლის ბოლოს თითოეული საფეხურისათვის უნდა მოეწყოს საერთო შეკრება, რომელზეც წარჩინებულ მოსწავლეებს წარადგენენ წარჩინების ხარისხის მიხედვით. შესაძლებლობების მიხედვით, სკოლას შეუძლია ასეთი მოსწავლეების დაჯილდოვებაც. ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვნად ზრდის აკადემიური მოსწრებისადმი ინტერესს მოსწავლეებში.

სკოლამ წლის ბოლოს საჯაროდ უნდა გამოაცხადოს მხოლოდ წარჩინებულების ვინაობა. დაუშვებელია ყველა მოსწავლის ქულების საჯაროდ გამოცხადება. ნაკლებად წარმატებულთა ვინაობის სკოლის მასშტაბით გამოცხადებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დათრგუნოს ასეთი მოსწავლეები და უარყოფითად იმოქმედოს მათ მომავალ წარმატებებზე.

პირი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ნიშანია 10 დამრგვალების გარეშე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. პირი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ნიშანი მეათედებამდე დამრგვალების შედეგად არის 9.8 და 9.9, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს. პირზე, რომელმაც წინამდებარე სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საშუალო საფეხურის საგანი/საგნები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.

მოდიფიცირებული სასწავლო გეგმა (მსგ)

სკოლაში არსებობს მოდიფიცირებული სასწავლო გეგმა (მსგ), რომელიც არის წერილობითი დოკუმენტი, შედგენილი სსსმ მოსწავლეე­ბისათვის. მოცემული დოკუმენტი ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და ითვალისწინებს მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას; მისი დაკმაყოფილების გზებსა და ყველა დამატებით აქტივობას, რომელიც აუცილებელია გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. იგი მასწავლებლის/მასწავლებლების სპეციალისტთა გუნდისა და მშობლების აქტიური მონაწილეობით შედგება წინასწარი დაკვირვებისა თუ შეფასების საფუძველზე და ითვალისწინებს სრულ ინფორმაციას ბავშვის ქცევითი, კომუნიკაციური ჩვევების, შესაძლებლობებისა და მისთვის საჭირო მომსახურების შესახებ.

· სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმების საფუძველზე შეიმუშავებს მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმებს სსსმ მოსწავლეებისათვის;

· სსსმ მოსწავლეთა გამოვლენიდან ერთი თვის შემდეგ, სკოლა უზრუნველყოფს მათი შესაძლებლობების სიღრმისეულ შეფასებას.

· მოსწავლის შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, სკოლა შეიმუშავებს მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმას;

· სკოლა განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფს - იმ მულტიდისციპლინურ გუნდს, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის (მსგ) შემუშავებას და მის განხორციელებას. გუნდში ერთიანდებიან ის პედაგოგები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს, მშობელი/მშობლები ან მეურვე/მეურვეები, სკოლის ადმინისტრაციის წევრი. გუნდს ჰყავს მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია გუნდის საქმიანობაზე. ის უწევს გუნდს კოორდინირებას და ასევე ატარებს მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის განხორციელების მონიტორინგს;

· მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის მენეჯერია სსსმ მოსწავლის დამრიგებელი;

· გუნდის შეხვედრა ტარდება სემესტრის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ. შეხვედრაზე მოსწავლის განათლების მიმდინარე პროცესზე მსჯელობენ და მის მიერ მიღწეულ შედეგებს აანალიზებენ;

· სასწავლო წლის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ სკოლა ყოველი სსსმ მოსწავლისათვის წარადგენს

მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმას სადაც, გარდა მოსწავლისათვის ინდივიდუალურად განსაზღვრული სასწავლო მიზნებისა და მიზნის მიღწევის ვადებისა, განისაზღვრება შემდეგი:

ü მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი და/ან ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა;

ü დამატებით და/ან ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი;

ü მოსწავლისათვის დამატებითი დამხმარე პერსონალის (სანიტარი, ძიძა) საჭიროება;

ü მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი (ავტობუსით მომსახურების საჭიროება, კომპიუტერით სარგებლობის აუცილებლობა, მისთვის საჭირო სასკოლო ავეჯის აუცილებლობა, დასვენების საჭიროება და ა.შ);

ü მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალა და მასალის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (შეიძლება იყოს მშობელიც);

ü სხვა გასათვალისწინებელი ინფორმაცია.

· სასწავლო წლის განმავლობაში სკოლა აწარმოებს მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგს, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებით, თავად გეგმა ექვემდებარება პერიოდულ განახლებას, გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ახალი საჭიროებების გათვალისწინებით;

· წლის ბოლოს სკოლის ადმინისტრაციას მიეწოდება მოსწავლის შესახებ წარმოებული დოკუმენტაცია (პორტფოლიო).

დისციპლინა

სკოლაში არის მოსწავლეთა განვითარების, საკუთარი მოვალეობების გააზრების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ–ჩვევები. მასწავლებლების მაგალითი გადამწყვეტია სკოლაში მშვიდი და საქმიანი გარემოს შესაქმნელად. სკოლაში ნორმალური ატმოსფეროს დასანერგად ასევე გადამწყვეტია მოსწავლეებისათვის იმის ჩანერგვაც, რომ სკოლა მათი საკუთრებაა. სკოლას ჰყავს მოძღვარი, რომელიც ყოველ ორშაბათს ატარებს პარაკლისს და უქადაგებს მოსწავლეებს ჭეშმარიტ ქრისტიანული ადამიანის მისაღებ საქციელზე. კურთხევასა და რჩევა–დარიგებებს აწვდის და ეხმარება მისაღები ქცევის განმტკიცებაში და განვითარებაში. სკოლაში დისციპლინის მხრივ მნიშვნელოვან სახელმძღვანელოს წარმოადგენს სკოლის შინაგანაწესი და ქცევის კოდექსი, რომელსაც ყველა მოსწავლე იცნობს.

ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლეებს უტარდებათ ინდივიდუალური შეხვედრები მოძღვართან და კლასის დამრიგებელთან საჭიროების შემთხვევაში. სკოლაში საკმაოდ მშვიდი გარემოა შექმნილი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ყურადღების კონცენტრაციაში და იმის დაძლევაში რომ ნაკლებად იმპულსური და ჰიპერაქტიური ქცევა გამოავლინონ.

მოსწავლეთა დასწრება

სასკოლო–სააღმზრდელო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობას. ეს გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის პროცესში მონაწილეობასაც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთესად გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებაში და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, მოსწავლეების დასწრების უზრუნველყოფა სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია.

მოსწავლეების დასწრების რეგულარული აღრიცხვა, მისი ანალიზი და პრობლემებზე რეაგირება სკოლის დირექციის პასუხისმგებლობაა.

დამრიგებელი ვალდებულია, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს დასწრების წესების შესახებ ზუსტი ინფორმაცია, რასაც ზედამხედველობას უწევს სკოლის დირექტორი.

დამრიგებლის წარდგინების საფუძველზე სკოლის დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით ან სატელეფონო საშუალებით დროულად შეატყობინოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მოსწავლის მიერ გაკვეთილის/გაკვეთილების გაცდენის ფაქტისა და მისგან გამომდინარე მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

დასწრების აღრიცხვა

მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება ჟურნალში. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი.

სსსმ მოსწავლეების დასწრება და გაცდენები

სკოლა მაქსიმალურად ცდილობს იმისათვის, რომ მოსწავლეები რეგულარულად დაესწრონ გაკვეთილებს. სსსმ მოსწავლეების მიერ გამოწვეული გაცდენები საპატიოდ ჩაითვლება, თუკი ეს გამოწვეულია ავადმყოფობით, მშობლის ან მეურვის უუნარობით, მოკლევადიანი მოგზაურობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით. თუ გაკვეთილების გაცდენა აღემატება ორ თვეს, მაშინ სკოლა ვალდებულია სსსმ მოსწავლისათვის საგანმანათლებლო მომსახურება უზრუნველყოს სახლის ან საავადმყოფოს პირობებში. თუ სსსმ მოსწავლე მნიშვნელოვნად ჩამორჩა მოდიფიცირებული სასწავლო გეგმით დასახულ წლიურ მიზნებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი და მოსწავლის მშობელი/მეურვე ერთად იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მოსწავლემ გაიმეოროს აღნიშნული კლასი.





Сообщения отсутствуют.
Сообщения отсутствуют.